სარიმ გულის ოპერაცია გაიკეთა

Home კატეგორიის გარეშე სარიმ გულის ოპერაცია გაიკეთა
სარიმ გულის ოპერაცია გაიკეთა

Maurizio Sarri, head coach of SSC Napoli, smokes a cigarette prior to the pre-season friendly football match between Carpi FC and SSC Napoli.„ლაციოს’’ მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გულის ოპერაცია გაკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

„სარის ქირურგი იყო პროფესორი ანდრეა ნატალე, მთელს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი 30 წლის სტაჟით. ის ამ კონკრეტული პათოლოგიის უბადლო მცოდნეა’’, ― წერია „ლაციოს’’ განცხადებაში.

66 წლის სარი მოციმციმე არითმიით იყო ავად. ოპერაცია მას რომში „ტორ ვერგატას’’ საავადმყოფოში გაუკეთეს. როგორც სერია A-ს ცხრილში მე-8 ადგილზე მყოფი „ლაციოს’’ ოფისიდან აცხადებენ, მწვრთნელი საქმეს რამდენიმე დღეში შეუდგება.

სარი „ლაციოს’’ სათავეში ზაფხულში, მარკო ბარონის წასვლის შემდეგ დაბრუნდა. ის დედაქალაქის გუნდს 2021-24 წლებშიც ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით „ლაციო’’ 2023 წელს მეორე ადგილზე გავიდა.

წარსულში სარი წვრთნიდა მშობლიური ქალაქის გუნდ „ნაპოლის’’ სადაც ასევე ერთი ნაბიჯი დააკლდა სკუდეტომდე.

„ჩელსის’’ მწვრთნელის რანგში იტალიელ სპეციალისტს 2019 წელს ევროპის ლიგა აქვს მოგებული. 2020 წელს „იუვენტუს’’ გახადა იტალიის ჩემპიონი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.