ლიგა 1-ში მე-14 ტური დაიწყო. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ მორიგი მარცხი იწვნია ― „რენთან’’ 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვალერი რონჟიემ გაიტანა. „მეცი’’ გასავარდნთა ზონაში რჩება.
ამ შეხვედრაში ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. აბუაშვილი 88-ე წუთზე შევიდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოსწრო, შეფასებაც კი არ დაუწერეს, წიტაიშვილის თამაში კი maxifoot-მა 5 ქულით შეაფასა და ასე დაწერა:
„ქართველმა თამაში მარჯვენა ფრთაზე დაიწყო და მთელი გული ჩააქსოვა. მას იორდანიელი მუსა ალ-ტამარის წინააღმდეგ დიდძალი მუშაობა მოუხდა. მთელს ფლანგზე დარბოდა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში’’.
Flashscore – 6.4; sofascore – 6.7; whoscored – 6.2.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
