ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა

Home სიახლეები ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა
ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც თამაშობენ ფრენბურთს, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები და ტექსტი გამოსახულებასაქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საპასუხო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა, 3:5 დამარცხდა, თუმცა, პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში კონტინენტის მთავარ ტურნირში მონაწილეობის უფლებაც დაიმსახურა.

მატჩი დაძაბული და ნერვიული გამოდგა: ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს, რასაც გიორგი ჩიმაკაძის საპასუხო მოჰყვა, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს. შესვენების შემდეგ პენალტით გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ გიორგი ღავთაძემ ვერ გაიტანა. სლოვაკეთმა ეს არ გვაპატია და იქვე მესამე გაგვიტანა.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სლოვაკეთი ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე მოედნის მოთამაშით ჩაანაცვლა. აქ უკვე ჩვენებმა იყოჩაღეს და არჩილ სებისკვერაძის გოლით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მალევე ირაკლი თოდუამ ანგარიში სულაც გაათანაბრა.

თითქოს ევროპამდე შორს არ იყო, რადგან სლოვაკებს 10 წუთში მინიმუმ სამი ბურთის გატანა სჭირდებოდა. მასპინძლებმა მეკარე ისევ გამოცვალეს, რამაც ამჯერად მათთვის შედეგი გამოიღო: მასპინძლები რვა წუთით ადრე 4:3 დაწინაურდნენ, ხოლო სამი წუთით ადრე თამაში უფრო დაძაბეს – 5:3.

დარჩენილი დრო სლოვაკები გამუდმებით გვიტევდნენ, რამდენჯერმე გადავრჩით კიდეც, მაგრამ ანგარიში შევინარჩუნეთ და ფუტსალიც ნაკრებიც, უკვე მეორედ, ევროპაზე გავიდა…