4 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს – ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს ვილი სანიოლიმ და გურამ კაშიამ უპასუხეს:
ვილი სანიოლი: რა თქმა უნდა, მოსამზადებლად 2 დღე საკმარისი არ არის. ეს ყოველთვის ასეა, მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს პრობლემა ყველასია – მათ შორის თურქეთის. ხვალინდელი მატჩისთვის ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება.
გურამ კაშია: სანაკრებო შეკრებებზე დროში თითქმის ყოველთვის შეზღუდულები ვართ. გუშინდელი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, ნაყოფიერი ვარჯიში იყო, ბევრი ასპექტში მოვუმატეთ.
ვილი სანიოლი: თურქეთს შარშან ვეთამაშეთ, თუმც ახლა სხვა ტურნირია – სხვადასხვა ფეხბურთელები. თითოეულ მატჩს თავისი ისტორია აქვს – ხვალინდელისთვის ვემზადებით.
გურამ კაშია: ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან შეხვედრას კარგ ჩატარებულ მატჩად გავიხსენებდი, სამწუხარო იყო 3 ბურთი რომ გავუშვით. ხვალ უფრო მეტი რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშებთ. საკთარი გულშემატკივრების თვალწინ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.
ვილი სანიოლი: კვარაცხელიას მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ეს მნიშვნელოვანი აღარ არის და ხვალ მისგან კარგ თამაშს ველოდები
გურამ კაშია: ძალიან სამწუხაროა, ისეთი ორი ფეხბურთელი (ჩაკვეტაძე და კიტეიშივილი) რომ დაგვაკლდეება, რომელიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა და ხვალინდელი თამაშისთვის იმედიანად ვართ განწყობილნი. კიტეს გარეშე გუნდი სხვა ფეხბურთს თამაშობს და კიტესთან ერთდ სხვას. ვეცდებით ეს დანაკლისი არ დაგვეტყოს. ობიექტურები უნდა ვიყოთ, რთულ ჯგუფში მოვხვდით. ესპანეთი რაც არის, ვიცით. ბევრჯერ ვეთამაშეთ და ვიცი რომ მათთან ქულების დაგეგმვას აზრი არ აქვს. თუ მსოფლიოზე მოხვედრა გინდა, თურქეთთან და ბულგარეთთან უნდა მოიგო. თურქეთთან ხვალინდელი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება – ჯგუფს როგორ დავიწყებთ ამაზე ბევრია დამოკიდეებული. გვინდა რომ მოვიგოთ. გასვლის ერთადერთი შანსი ის არის, რომ თურქეთს მოვუგოთ.
ვილი სანიოლი: ხვალინდელი მატჩისთვის ყველა მოტივირებული იქნება და საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებენ. დებიუტანტები გუნდს კარგად შეეწყვნენ და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან.
გურამ კაშია: გულშემატკივრებისთვის ჩემი მოწოდება იქნება, ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე აკეთებდნენ. ბოლო რამდენიმე წელია, სამაგალითო გულშემატკივრები გვყავს, განსაკუთრებით – „ქომაგები“.
ვილი სანიოლი: ვის გადმოვიყვანდი თურქეთის ნაკრებიდან? ჰამიტ ალტინტოპს. ჩემი კარგი მეგობარია, არ ვიცი ახლა სადაა, მაგრამ მას გადმოვიყვანდი. მოკითხვა გადაეცით.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
