საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ფარგლებში მეხუთე მატჩი გამართა და მეხუთე წააგო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ამჯერად ჩეხეთთან დახურულ მატჩში დამარცხდა – 83:103.
თორნიკე შენგელია გუნდს პირდაპირ კვიპროსზე შეუერთდება და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მის გარდა მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია სანდრო მამუკელაშვილი, სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე და გიორგი სულაბერიძე.
მატჩის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ხოლო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, ვიცით, რომ გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ 17-17 ქულა მიითვალეს; კამარ ბოლდუინის ანგრიშზე 14 ქულა და 9 პასი დაგროვდა; გოგა ბითაძეს 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა; ბექა ბურჯანაძე (8 ქულა); ალექსანდრე ფევაძე (6); კახა ჯინჭარაძე (5); ანდრონიკაშვილი (3); კორსანტია (2); ოჩხიკიძე.
ევრობასკეტამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩვენი ნაკრები 21 აგვისტოს კვლავ ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ამჯერად ღია იქნება და მისი ხილვის საშუალებაც გვექნება.
ჩეხებთან დაპირისპირების შემდეგ გუნდი კვიპროსზე გაემგზავრება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
