ჭდე: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

Home საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
საქართველო ევრობასკეტამდე ყველას აგებს
ჩანაწერი

საქართველო ევრობასკეტამდე ყველას აგებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ფარგლებში მეხუთე მატჩი გამართა და მეხუთე წააგო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ამჯერად ჩეხეთთან დახურულ მატჩში დამარცხდა – 83:103. თორნიკე შენგელია გუნდს პირდაპირ კვიპროსზე შეუერთდება და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მის გარდა მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია სანდრო მამუკელაშვილი, სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე და გიორგი სულაბერიძე. მატჩის შესახებ ვერაფერს...

პრეზიდენტი არჩევნებამდე ცნობილია
ჩანაწერი

პრეზიდენტი არჩევნებამდე ცნობილია

მხოლოდ ფაქტები 🏀 30 ნოემბერი: ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. იმავე დღეს „სარბიელმა“ დაწერა: არჩევნების მდიდარი გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტი ის გახდება, ვისი არჩევაც დროის მოცემულ მონაკვეთში მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს 🏀 1 დეკემბერი: კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საკუთარი კანდიდატურა მეორე ვადით დაარეგისტრირა. 🏀...

დარჩა პაატა!
ჩანაწერი

დარჩა პაატა!

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ეს კი ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს პაატა გურასპაული დაიკავებს. ფედერაციის პირველკაცობისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე შიო ხეცურიანმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი უჭერდა მხარს განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა ვერ შეძლო იმ უსამართლობისა და განუკითხაობის დამარცხება,...