„ლივერპულმა’’, სადაც გიორგი მამარდაშვილს ჯერჯერობით სათადარიგო მეკარედ განიხილავენ, ტიტულის დაცვა დაიწყო: ფედერიკო კიეზას და მოჰამედ სალაჰის მიერ შეხვედრის ბოლოს გატანილი გოლების წყალობით წონასწორობა (2:2) დაირღვა და მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. იტალიელი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, 88-ე კი შეაგდო. მსაჯის წამატებულ წუთებში ეგვიპტელმაც გამოიჩინა თავი. ასე დასრულდა მატჩი, რომელშიც მერსისაიდელებმა თავიდან მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს.
ანგარიში პირველ ტაიმში ფრანგმა უგო ეკიტიკემ გახსნა. შესვენების შემდეგ ნიდერლანდელმა კოდი გაკპომ „წითლები’’ ორი გოლის სხვაობით დააწინაურა, მაგრამ „ბორნმუთის’’ განელმა თავდამსხმელმა ანტუან სემენიომ მასპინძელთა დაცვის შეცდომებით ისარგებლა და ორი საპასუხო გოლი შეაგდო.
საინტერესოა, როგორი შეფასება მიიღო „ლივერპულის’’ მთავარმა მეკარემ ალისონ ბეკერმა. Liverpoolecho-მ მას 6 ქულა დაუწერა და აღნიშნა: „ტავერნიეს დარტყმული იოლად მოიგერია. პირველ ტაიმში მისი თამაში ძირითადად სხვადასხვანაირი პასების გადაწოდებისგან შედგებოდა. სემენიოს გოლებთან ვერაფერი გააწყო’’.
Flashscore-მა ბრაზილიელს ლივერპულელთა შორის ყველაზე დაბალი შეფასება 6.5 დაუწერა, sofascore-ის აზრით მეკარე 6.2 ქულას იმსახურებდა და ესეც ყველაზე დაბალი შეფასება იყო, ხოლო whoscored-მა მას და უნგრელ ნახევარმცველ დომინიკ სობოსლაის 6.3 დაუწერა ― ესეც მასპინძელთა გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება გახლდათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
