„მანჩესტერ იუნაიტედი’’ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ომში არ ჩაერთვება. ამრიგად, ინგლისური კლუბებიდან იტალიელი მეკარის შეძენას „ჩელსი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ შეეცდებიან.
მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი და 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი „პარი სენ ჟერმენთან’’ ხელფასზე ვერ შეთანხმდა. გოლკიპერის ახლანდელი გასამრჯელო კვირაში 242 000 ათასი ევროა, მაგრამ ის მნიშვნელოვან მომატებას ითხოვს.
„სიტიმ’’ შეიძლება თავისი ბრაზილიელი მეკარე ედერსონი დაკარგოს, ხოლო 22 წლის ჯეიმს ტრაფრორდს სავარაუდოდ კარს არ ანდობს. არადა, „ბარნლის’’ ყოფილი მეკარე „ქალაქელებს’’ ბრიტანელი მეკარისთვის სარეკორდო თანხა დაუჯდათ. გასაგებად რომ ვთქვათ, მათ ტრაფორდში უფრო მეტი გადაიხადეს, ვიდრე„ევერტონმა’’ ჯორდან პიკფორდში 2017 წელს — 30 მილიონი გირვანქა.
ამ ტრანსფერის შემდეგ პეპ გვარდიოლას ხელში დახარჯულმა ფულმა 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
„მანჩესტერ იუნაიტედი’’ კი მომდევნო სეზონს ანდრე ონანას იმედით იწყებს. მართალია მანჩესტერელებს „ასტონ ვილასგან’’ არგენტინელი ემილიანო მარტინესის იჯარით წამოყვანა უნდოდათ, მაგრამ გეგმა ჩაეშალათ.
შედეგად, გუნდის მთავარ მეკარედ ონანა რჩება, ოღონდ თუ ის 17 აგვისტომდე ტრავმას ვერ მოიშუშებს, რუბენ ამორიმი ალთაი ბაინდირის ან ტომ ჰიტონის ამარა დარჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
