კონფერნეციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობდა და პირველი მატჩები ოთხივემ წააგო. ერთია, არცერთი ისეთი ანგარიშით არ დამარცხებულა, რომ საპასუხო მატჩების წინ თითქოს განწირულები ჩანდნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო ხარისხზე, რაც უფრო პესიმისტურად განგვაწყობს.
ქუთაისის „ტორპედომ“ 0:1 წააგო კვიპროსის „ომონიასთან“ და შანსი დაიტოვა. თუმცა, თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს შანსი მინიმალურია. რიონისპირელებს შეტევაში უჭირთ და კვიპროსულ მატჩში ძირითადად მეკარე ოთო გოშაძესა და მცველების იმედად იყვნენ. თუ საპასუხო მატჩშიც ამ იმედით ვიქნებით, არაფერი გამოვა…
კონფერენციის ლიგაში ერთი გოლი მაინც გავიტანეთ და ეს გორის „დილამ“ გააკეთა. ბასინგამ მაშინ შეაგდო, როდესაც გორელები რიგასთან 0:2 მარცხდებოდნენ და ამ გოლით დილამ“ საპასუხო მატჩის წინ შანსი დაიტოვა. მართალია, ლატვიური გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ მინიმალური ანგარით წაგება იმის იმედს მაინც გვიტოვებს, რომ „დილა“ შინ ბევრად უკეთ ითამაშებს…
დამარცხდა საქართველოს თასის მფლობელი „სპაერიც“. დედაქალაქურმა გუნდმა სტუმრად „აუსტრიასთან“ 0:2 წააგო, მაგრამ ქუთაისური გუნდის მსგავსად მცირე ანგარით მარცხს მეკარე ბუხუტი ფუტკარაძეს უნდა უმადლოდეს, ვინაც ერთი გოლი პენალტით გაუშვა. ყველაზე ნაკლები შანსი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სწორედ „სპაერს“ აქვს…
შეგახსენებთ, ოთშაბათს საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ სტუმრად 0:1 დამარცხდა ესტონურ „ლევადიასთან“ და შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი გააჩნია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
