ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის’’ საგა ნამდვილ დასასრულს მიუახლოვდა: „გალათასარაი’’ ნეაპოლელებთან ბოლო დეტალებსღა ათანხმებს. როგორც იტალიური საიტები წერენ, კლუბებმა საერთო ენა გამონახეს როგორც სატრანსფერო თანხის გადახდის მეთოდთან ასევე გახმაურებულ ანტი-იტალიურ პუნქტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ სტამბოლელები ნიგერიელს სადმე გაყიდიან, თანხის 10 პროცენტს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი მიიღებს.
დადგინდა, რომ „გალათასარაის’’ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი საუკეთესო პარტნიორი 75 მილიონი გირვანქა დაუჯდება. თურქეთის ჩემპიონი „ნაპოლის’’ თანხას რამდენიმე ნაწილად გადაურიცხავს: 40 მილიონს დაუყოვნებლივ, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კი ორჯერ 17.5 მილიონს.
გასულ სეზონში ნიგერიელი „გალათასარაიში’’ იჯარის წესით თამაშობდა. მან 41 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გადააწოდა.
ზემოთ ხელშეკრულების ანტი-იტალიური პუნქტი ვახსენეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი შემდეგი ორი წლის განმავლობაში სერია A-ში ვერ დაბრუნდება. თუ „გალათასარაი’’ რაიმე მიზეზით ამ პუნქტს დაარღვევს, მაშინ ოსიმენის ფასი ავტომატურად გაორმაგდება.
საინტერესოა, რომ ვიქტორ ოსიმენს სიმონე ინძაგის „ალ-ჰილალი’’ სთავაზობდა საუდის არაბეთში გადაბარგებას. ფეხბურთელი რომ დათანხმებულიყო, წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებდა. „გალათასარაიში’’ მისი გასამრჯელო გაცილებით ნაკლები, 16 მილიონი ევრო იქნება, რაც ასევე არ არის ურიგო ხელფასი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
