ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე

Home დავთარი ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე
ზელანდიასთან – ზედმეტი წნეხის გარეშე

პარასკევს, 20 საათზე საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მეორე მატჩს დაიწყებს – ქალაქ ვიადანაში ლადო კილასონიას რაზმის მეორე მეტოქე „ჯუნიორ ოლ ბლექსი“ იქნება, რომელიც ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.

დიახ, ახალი ზელანდიის 20-წლამდელები მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონები არიან, თუმცა, პირველ ტურში, მასპინძელ იტალიელებთან 14:5 მოგებულმა მატჩმა ცხადყო, რომ ეს გუნდი არაა მიმდინარე ტურნირის მოგების უმთავრეს ფავორიტთაგანი. რამდენიმე ნაკრებს პირველ ტურში ბევრად შთამბეჭდავი რაგბი უთამაშია.

თუმცა, ასეა თუ ისე, საქართველოსთან შეხვედრაში ახალი ზელანდია მაინც უპირობო ფავორიტია. ეს ქართველებისთვის, შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს, რადგან თუ ირლანდიასთან მატჩში მათგან მხოლოდ მოგებას ველოდით, ზელანდიასთან სიტუაცია განსხვავებულია და ეს ფაქტორი უმცროს ბორჯღალოსნებს ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს.

შეხსენებისთვის, კილასონიას გუნდმა ირლანდიასთან 28:35 წააგო და 2-ბონუს-ქულა მიიღო – 4 ლელოს გატანისა და მცირე სხვაობით მარცხისთვის, ეს კი ესოდენ რთულ და თანაბარ ჯგუფში შეიძლება წარმატებადაც მივიჩნიოთ. ირლანდიას 5 ქულა აქვს, ახალ ზელანდიას – 4, ხოლო იტალია უქულოდაა.

ლადო კილასონიამ შემადგენლობაში უმნიშვნელო კორექტივები შეიტანა, მთლიან სამატჩო განაცხადს კი ქვემოთ გთავაზობთ:

  1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია),12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).