„პარი სენ ჟერმენმა’’ „სიეტლ საუნდერსს’’ დაძაბვის გარეშე მოუგოო, წერს ფრანგული საიტი maxifoot. საფრანგეთის ჩემპიონმა ორი გოლი გაიტანა. პირველი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო, თუმცა ეს იღბლის წყალობით მოხდა: ვიტინიას დარტყმული ქართველს მოხვდა, რომელიც ცდილობდა გაწეულიყო. ბურთმა მიმართულება იცვალა და კარში შევარდა. მეორე გოლი კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე 64-ე წუთზე შესული ბრედლი ბარკოლას პასით აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა.
შეხვედრა მასპინძელთა პრესინგით დაიწყო, რის გამოც პარიზელები მთელი თხუთმეტი წუთის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე ვერ გადავიდნენ. შემდეგ თამაშმა სახე იცვალა და 35-ე წუთზე კვარაცხელიას გოლიც გავიდა. საბოლოოდ, პარიზელებმა იოლად გაიმარჯვეს.
Maxifoot-მა პსჟ-ს ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი ქულა ნუნუ მენდეშსა და კვარაცხელიას დაუწერა – 7. ქართველი ფეხბურთელის თამაში პორტალმა სიტყვიერად ასე შეაფასა:
„ამ საკმაოდ დუნე შეხვედრაში პსჟ-ს გარემარბი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, რომელიც რაღაც მეტ-ნაკლებად ამაღელვებელს ქმნიდა. მას შერჩენილი ჰქონდა ძალა და ცდილობდა როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა გოლი გაეტანა. ასეთი გარჯისთვის კვარაცხელია დასაჩუქრდა, თუმცა გოლი, რასაკვირველია, იღბლის წყალობა იყო. პარიზელებს ქართველი შეჯიბრებაში კიდევ დასჭირდებათ, ამიტომ 64-ე წუთზე მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლას შეყვანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც გაამართლა კიდეც — ბარკოლამ ჰაკიმის შეხვედრის მეორე გოლი გაატანინა’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
