კარლო ბრაზილიელი

Home კატეგორიის გარეშე კარლო ბრაზილიელი
კარლო ბრაზილიელი
დადასტურდა: ბრაზილიის ნაკრები მწვრთნელად 65 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა.
„ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დიდი მიზნები გვაქვს. მალე, ბრაზილია, ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, – თქვა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო გონსალესმა.
იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი თმწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, ბრაზილიაში მუშაობას ამ თვის ბოლოდან დაიწყებს. კარლო ანჩელოტის ბრაზილიაში ბევრი ნაცნობი დახვდება – მისი ხელმღვანელობით ხომ „რეალში“ დღესაც თამაშობენ ვინიციუსი, ენდრიკი, როდრიგო, მილიტაო…
საინტერესოა, რომ კარლო ანჩელოტი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების ისტორიაში მხოლოდ მეორე ევროპელი მწვრთნელი იქნება. იტალიელამდ ამ პოსტზე პორტუგალიელი ჟორეკა იყო, რომელიც სელესაოს 1944 წელს წვრთნიდა. ისე ბრაზილიას კიდევ ორი უცხოელი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა: ურუგვაელი რამონ პლატერო 1925 წელს და არგენტინელი ფილპო ნუნიესი 1965 წელს…
ვთქვათ ისიც, რომ კარლო ანჩელოტის აქამდე ეროვნულ გუნდში არ უმუშავია.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.