გოლი, საგოლე პასი და პირველი პასი, რომელიც რეალურად გადამწყვეტი გამოდგა ― ასეთი იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გამოჩენა „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. „პარიზიენი’’ წერს, რომ ქართველმა შესანიშნავად ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავის სიმეღლეებს უბრუნდება. 24 წლის შემტევი ახალ გუნდში სულ უკეთ და უკეთ თამაშობს. მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
7:0 მოგიგიათ?
ყველა თამაში არ მახსოვს. მგონი ეს პირველი შემთხვევა იყო.
თავს როგორ გრძნობდით მოედანზე?
შეუდარებელი იყო. გამარჯვებას ვიმსახურებდით. 7:0-ის მოგება იოლი არ არის. ჩვენ ვცდილობდით საგოლე მომენტები შეგვექმნა და გოლები გაგვეტანა. შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რაც დღეს გავაკეთეთ.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ დღეს პსჟ-მ იოლად მოიგო.
ჩემი აზრით ადვილად არასდროს არაფერი მოდის. შევეცადეთ იოლად გამოგვსვლოდა, მაგრამ ეს ბევრი მუშაობის და ვარჯიშის შედეგია. თამაში არასდროს არის იოლი. ჩვენ ყოველ შეხვედრაში მოედანზე ბოლომდე დახარჯვა გვიწევს.
პარიზში გადმოსახლების მერე როგორ გრძნობთ თავს?
ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ძნელია ახალ ქვეყანაში გადასვლა, ახალ ჩემპიონატთან შეგუება. აქ ყველაფერი მართლაც განსხვავებულია, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, ეს ხომ ჩემი საქმეა. მეუღლეც გადმოდის. ყველაფერი ლაგდება.
მერვედფინალში „ლივერპულს’’ ან „ბარსელონას’’ შეხვდებით. რომელიმესთან შეხვედრას ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას?
არა მგონია, რომ რომელიმე უნდა გვერჩივნოს. უბრალოდ, ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთთან სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ პსჟ ვართ. არც ჩვენთვის იქნება ადვილი და არც მეტოქისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ახლანდელ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია?
რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამისათვის უნდა ვიმუშაოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
