ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი  DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა.

AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა, რომ ბრაზილიელთან კონკურენციას მოერიდა. ალისონი მერსისაიდელთა აზრით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ის „ლივერპულიდან’’ დიდი ალბათობით 2025 წლის ზაფხულში წავა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა მამარდაშვილი 40 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ ერთი სეზონით „ვალენსიაში’’ დატოვა.