სერია A-ს მეორე ტურში „მილანის” „პარმასთან” დამარცხებას (1:2) არავინ ელოდა. შეხვედრის შემდეგ სპორტულმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოჩიმ თავის X პლატფორმაზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
„დროა რაფაელ ლეაოს შესახებ სერიოზულად ვილაპარაკოთ. განვიხილოთ მისი როლი გუნდში და შევაფასოთ მისი თამაში. ლეაოს კლასი აშკარაა, სწრაფია და ტექნიკური, მაგრამ ჩახედეთ სტატისტიკას… მან სერია A-ში 164 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 47 გოლი გაიტანა, რაც ტოპ-ფეხბურთელის შედეგი არ არის. მეორე მხრივ მისი ხელფასი სეზონში 7 მილიონია. მას „შავ-წითელთა” გუნდში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი საქმისადმი მისი რბილი და უგულო დამოკიდებულებაა. უფერულ გამოსვლებთან სწორედ ამას მივყავართ.
ამბობენ, რომ ლეაოს ფეხბურთის გარდა სხვა ინტერესიც აქვს. ეს ძალიან კარგია. სხვა ინტერესი ცუდი მხოლოდ მაშინაა, თუ ის ადამიანისთვის პროფესიაზე მნიშვნელოვანი გახდება. ახლა მინდა დავსვა ცუდი კითხვა: ლეაო შეუცვლელი, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თუ უსაგნო ტვირთი?”