
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მე-14 ტურში ლიდერი შეიცვალა, თანაც როგორ: გორის „დილამ“ თბილისში „იბერია“ 4:1 დაამარცხა და რიხით დადგა პირველ ადგილზე.
ვინც გორელების თამაშებს უცქერს დაგვეთანხმება, რომ პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო), მაგალითად ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი, რომელმაც „იბერიასთან“ დუბლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში შვიდი გოლი მოუგროვდა და ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირია.
ეს „დილას“ ზედიზედ მეათე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ.
აი, გორელთა ყოფილ დამრიგებელ ანდრი დემჩენკოს კი მთლად კარგად ვერ მისდის საქმეები. ზღვისპირელებმა ჯერ „თელავთან“ დაკარგეს ქულები, ახლა კი „ტორპედოსთან“ დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით, თუმცა 64-ე წუთიდან უმცირესობაში თამაშობდნენ. მსაჯმა ჯენერი ხორავამ პირდაპირი წითელი ბარათით დაითხოვა მოედნიდან სტუმართა კაპიტანი მამუკა კობახიძე. მანამდე კი დემჩენკოს უჩვენა ყვითელი ბარათი.
ახლა ქუთაისელები მათ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. დავამატებთ, რომ „ტორპედომ“ ამ გამარჯვებით მიჯრით ხუთმატჩიანი ფრეების სერია შეწყვიტა.
„სამგურალმა“ უშუალო კონკურენტი „გაგრა“ 2:0 დაამარცხა, რომელსაც მანამდე მიჯრით სამი თამაში მოეგო. ახლა ორივეს 13-13 ქულა მოუგროვდათ, ისევე როგორც „თელავს,“ თუმცა წყალტუბოელები თელაველებს და გაგრელებს ბურთების უარესი ბალანსის გამო ჩამორჩებიან.
„თელავი“ „კოლხეთს“ დაუზავდა (1:1). ისევ ეფექტური გოლი გაიტანა კოლხთა ახალწვეულმა, გიორგი აბუაშვილმა.
ფრედ ითამაშა „დინამომაც,“ ამჯერად აუტსაიდერ „სამტრედიასთან.“ ეს დინამოელთა მესამე 0:0-ია ბოლო ოთხ მატჩში.
სამტრედია 0:0 დინამო
სამგურალი 2:0 გაგრა
1:0 ფანცულაია (29), 2:0 ვერულიძე (39)
იბერია 1:4 დილა
0:1 ვაუტერი (13 პენ), 0:2 რუხაძე (19), 0:3 ვაუტერი (36), 1:3 ნონიკაშვილი (57 პენ), 1:4 შეყილაძე (90+6)
36-ე წუთზე გაგნიძემ (დილა) ვერ გაიტანა პენალტი
თელავი 1:1 კოლხეთი
1:0 ახვლედიანი (15), 1:1 აბუაშვილი (19)
ტორპედო 1:0 ბათუმი
1:0 ელიტონ ჟუნიორი (28)
გაძევება: კობახიძე (63) – ბათუმი
[table id=47 /]
მეგოლეები: გიორგი კოხრეიძე (იბერია), ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 7, შოთა ნონიკაშვილი (იბერია) – 6, გიორგი არაბიძე (ტორპედო), შოთა შეყილაძე (დილა) – 5
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
