„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მე-14 ტურში ლიდერი შეიცვალა, თანაც როგორ: გორის „დილამ“ თბილისში „იბერია“ 4:1 დაამარცხა და რიხით დადგა პირველ ადგილზე. ვინც გორელების თამაშებს უცქერს დაგვეთანხმება, რომ პორტუგალიელი რუი მოტას შეგირდები მატჩიდან მატჩამდე უმატებენ. საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ (თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო), მაგალითად ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი, რომელმაც „იბერიასთან“ დუბლი მიითვალა, ჯამში კი სეზონში...
