პეპის ფავორიტები

Home კატეგორიის გარეშე პეპის ფავორიტები
პეპის ფავორიტები

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ არსენალთან 30-ე ტურის მატჩის შემდეგ (0:0) პრემიერლიგის ტიტულის ფავორიტებზე ისაუბრა.

„ვინც პირველია, ყოველთვის ფავორიტია, „არსენალი“ მეორეა, ჩვენ კი მესამე. ახლა ეს ჩვენს ხელთ აღარ არის. ჩვენ მხოლოდ „ასტონ ვილაზე“ ფიქრი შეგვიძლია. თუ ლიგის სათავეში ხართ – როგორც უკვე ვთქვი – ფავორიტები ბრძანდებით”, – თქვა „სიტის“ თავკაცმა.

ამჟამად „მანჩესტერ სიტი“ 64 ქულით ინგლისის ჩემპიონატის მესამე ადგილზეა. სატურნირო ცხრილს ლიდერობს „ლივერპული“ 67 ქულით. არსენალი 65 ქულით მეორეზეა.

Guardiola: Liverpool jetzt Favorit in England

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...