შეყილაძე ტაჯიკეთს გაწვრთნის

Home სიახლეები შეყილაძე ტაჯიკეთს გაწვრთნის
შეყილაძე ტაჯიკეთს გაწვრთნის

ტაჯიკეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა.

გელა შეყილაძე აქამდე ტაჯიკეთის ნაკრებში მწვრთნელის, პეტარ სეგრტის ასისტენტი იყო, აზიის თასის შემდეგ სეგრტმა თანამდებობა დატოვა და ფეხბურთის ფერედაციამ არჩევანი ქართველ სპეციალისტზე შეაჩერა.

შეყილაძის ასისტენტად კი ასევე ქართველი, თამაზ ბოკერია, უმუშავებს, რომელიც მანამდეც ასევე მუშაობდა ტაჯიკეთის ნაკრებში.

გელა შეყილაძეს საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. ის თავის დროზე „ბათუმის“, ბელგიური „ლიერსისა“ და „რუზელარეს“, ასევე კიევის „არსენალისა“ და კიევის ცსკა-ს ღირსებას იცავდა.

53 წლის შეყილაძე პეტარ სეგრტის თანაშემწედ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის, 21-წლამდელებშიც მუშაობდა, შემდეგ კი ხორვატ სპეციალისტს ავღანეთის, მალდივისა და ტაჯიკეთის ნაკრებების გაწვრთნაში ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთის ნაკრებმა აზიის თასზე ისტორიული შედეგი აჩვენა და მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ფინალისტ იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.