წარსულში დიდი იტალიელი მწვრთნელი, 77 წლის ფაბიო კაპელო „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) შეფასებისას დიპლომატიით არ გამოირჩეოდა.
…ბოლო 20 წუთის განმავლობაში „ნაპოლის” თამაში მომეწონა. გუნდი მოქმედებდა სწრაფად და კომპაქტურად, „ბარსას” სირთულეები შეუქმნა. „აძურიმ” საპასუხო თამაში სწორედ აქედან უნდა გააგრძელოს…
…ლობოტკა გასულ სეზონში ბევრი აქეს, დღეს კი იმალებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის…
…და კიდევ, არ მომეწონა კვარაცხელია. ასეთი ჟესტები არ უნდა აჩვენოს. როდესაც მოედნიდან გადიხარ, ამხანაგს უნდა გადაეხვიო. მსგავსი რაღაც კი არ უნდა გააკეთო…
…მე ვნახე საკუთარ თავში დაეჭვებული ფეხბურთელები, გეგონება „მარადონა” მათი სტადიონი არ იყოს. სუსტი და გაუთავებელი განივი პასები. „ბარსელონას” პრესინგმა „ნაპოლი” რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ბოლოსკენ ლინდსტრომის, რასპადორისა და პოლიტანოს წყალობით გუნდი ხელახლა დაიბადა. პირველ ტაიმში კი ნეაპოლელებს შანსი თავისი დიდებული თამაშით მერეტმა შეუნარჩუნა…
იმას, თუ როგორ გავიდა მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელია ყურადღება „კორიერე დელო სპორტმაც” მიაქცია. გავლენიანი რომაული გაზეთი წერს, რომ „ნაპოლის” თავდამსხმელმა მოედანი გადაღმა მხრიდან დატოვა, ჰქონდა უკმაყოფილო სახე და სახვევი გაბრაზებულმა დააგდო დაბლა. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ „მარადონაზე” შეკრებილი გულშემატკივარი ტაშს უკრავდა, კვარაცხელიამ სათადარიგოთა სკამს მოღუშული სახით ჩაუარა და ისე დაჯდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
