ლიეტუვაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი აქვს – ანასტასია გუბანოვა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში უკეთ ისრიალა და ჯამში 206.52 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. 21 წლის მოციგურავე შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ისტორიული ოქრო მოუპოვა, მაგრამ წლეულს მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა.
ჩემპიონი ბელგიელი ლუნა ჰენდრიკსი გახდა, ხოლო ბრინჯაო კიდევ ერთი ბელგიელს, ნინა პინცარონეს ერგო.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე შარშან ნაჩვენები შედეგი (199.91) კი გააუმჯობესა, მაგრამ პირველობისთვის ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
ქალთა შორის 20 წლის ალინა ურუშაძემაც იასპარეზა და ჯამური 140.66 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპირველობაზე საქართველოს ვერცხლის მედლები სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოუტანეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
