გიორგი ქოჩორაშვილს არ გაუმართლა: მას 2023 წლის დეკემბერში მიღებული მარცხენა ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. ეს პარასკევს „ლევანტეს” მწვრთნელმა ხავი კალეხამ განაცხადა.
„გიორგი კიდევ რაღაც ხნით დაბრკოლდება. მან ტესტები უნდა ჩაიტაროს, რათა ზუსტად დავადგინოთ, თუ როდის შეძლებს გუნდში დაბრუნებას”, — თქვა კალეხამ „ალბასეტესთან” თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 9 დეკემბერს „ხიხონთან” შეხვედრაში დაშავდა და ექიმების ვარაუდით მოედანს თებერვალში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ტრავმის გამიზეზება მის მწყობრში ჩადგომას კიდევ უფრო გადადებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრები 21 მარტს ნახევარფინალურ საკვალიფიკაციო შეხვედრაში ლუქსემბურგს მასპინძლობს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 26 მარტს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ასევე შინ შეხვდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
