ძიუდოში ახალი საერთაშორისო ტურნირი გამოჩნდა – ევროპის ღია პირველობა.
ძიუდოსთვის საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდით (300 ათასი ევრო). შეჯიბრება კაცთა და ქალთა შორის თითო წონაში იმართება. პრიშტინაში 73 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის კაცები და 52 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ქალები შეიკრიბნენ.
ჩვენგან კოსოვოს დედაქალაქში ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩავიდნენ. ორივეს შეეძლო მედლის მოპოვება, მაგრამ ეს მხოლოდ ლიპარტელიანმა მოახერხა, ვინაც ოქრო ირგუნა. ლიპარტელიანმა ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ტიმნა ნელსონ-ლევის 32 წამში ორი ვაზარი აუღო და ახალი ტურნირის ისტორიაში ჩაეწერა. ფინალამდე ლიპარტელიანმა ესპანელი ხაიონ ეკუისოაინი, თურქი აისენურ კარადაღი და მასპინძელი ნორა დიაკოვა დაამარცხა. ლიპარტელიანმა ოქროსთან ერთად 55 000 დოლარიც ირგუნა. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
