სამქულიანები

Home კატეგორიის გარეშე სამქულიანები
სამქულიანები

Pictures: Magic beat Wizards 139-120„ორლანდო მეჯიქი“ ბოლოს 15 ნოემბერს, ბრუკლინში დამარცხდა და მას შემდეგ ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო.

დილით, „ორლანდომ“ ორი დღის წინ ძლეულ „ვაშინგტონს“ ერთი მარცხიც აგემა – ამჯერად 130:125. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება მიითვალა.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბითაძემ მთელს შეხვედრაში ერთხელ ისროლა და სამქულიანი ჩააგდო. 14 მოგებითა და 5 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონის“ შემდეგ მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩი სწორედ „ბრუკლინში“ ელის.

თამაში მოუწია სანდრო მამუკელაშვილსაც, ვისაც გრეგ პოპოვიჩი დიდად აღარ სწყალობს. „სან ანტონიო“ კი „ნიუ ორლეანთან“ დამარცხდა – 106:121. მამუკელაშვილს ექვსი წუთი დაეთმო, რა დროშიც 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 ორიანი კი, ააცილა. „სან ანტონიო“ 3 მოგებითა და 16 მარცხით კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, სტუმრად, კონფერენციის ლიდერ „მინესოტასთან“ ელის.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...