საქართველომ შეკრება ირანით დაამთავრა

Home კატეგორიის გარეშე საქართველომ შეკრება ირანით დაამთავრა
საქართველომ შეკრება ირანით დაამთავრა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ირანის ეროვნულ გუნდთან დახურული მატჩი ითამაშა და 84:72 დაამარცხა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, არ უთამაშიათ ნაკრების ლიდერებს – თორნიკე შენგელიას, სანდრო მამუკელაშვილის, გოგა ბითაძესა და თად მაკფადენს. შედეგად, სასტარტო ხუთეულიც ძალიან განსხვავებული იყო: ანდრონიკაშვილი, ბერიშვილი, გოგიჩაიშვილი, სანაძე, შერმადინი.

სათადარიგოთა სკამზე იყვნენ – ცინცაძე, ჯინჭარაძე, ბექაური, კაკუშაძე, ლიკლიკაძე და ტურძილაძე. ამ მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საბოლოო, 12-კაციან შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

გუნდი იაპონიაში 17 აგვისტოს გაემგზავრება, სადაც კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ავსტრალიასთან (22 აგვისტო) გამართავს. 25 აგვისტოს კი მონდიალი იწყება.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.