„ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას კასტელ დი სანგროში აგრძელებს. სხვადასხვა ნეაპოლურმა საიტებმა გუნდის აბრუცოს პროვინციაში ჩასვლის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელთაგან ერთმა გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. ამ ფოტოზე „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი, კლასიკური ჩემოდნით მოდის, რის გამოც მავანმა გულშემატკივარმა ის ილუზიონისტს შეადარა:
„აი, ქართველი ილუზიონისტი დიდი ჩემოდნით, რომელშიც ასისტენტი უზის. ის თავის საოცარ ნომრებს ამ ასისტენტის დახმარებით აკეთებს”, — იხუმრა ქომაგმა და ეს ხუმრობა იტალიაში ბევრმა აიტაცა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
