„იუვენტუსი” შემდეგ სეზონში კონფერენციის ლიგაზე არ ითამაშებს. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა უეფამ ტურინულ კლუბს ფინანსური „ფეარ-ფლეის” დარღვევის გამო. ტურინელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმაც — 10 მილიონი ევრო, რომელიც გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 20 მილიონამდე გაიზრდება. კონფერენციის ლიგაში „ბებერი ქალბატონის” ადგილს „ფიორენტინა” დაიკავებს.
თუ „იუვენტუსის” დასჯა გარდაუვალი იყო, მაშინ გამოტანილი ვერდიქტი კლუბისთვისაც უკეთესია და თავად უეფასთვისაც. იყო ლაპარაკი, რომ „იუვე” წლეულს კი არა, გაისად დაესაჯათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მას დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის გამოტოვება მოუწევდა, ეს კი ზოგადად ფეხბურთისთვის და კერძოდ საფეხბურთო ბიზნესისთის არ იქნებოდა ხელსაყრელი.
საინტერესოა, როდის გამოტოვა ბოლოს „იუვენტუსმა” ევროშეჯიბრება? ეს 2011-12 წლებში მოხდა, როდესაც ანტონიო კონტემ „ბიანკონერის” თავკაცის რანგში პირველი სეზონი ჩაატარა და გუნდმა ახალ სტადიონზე დაიწყო თამაში. მაშინ „იუვე” ჩემპიონი გახდა და ამას ზედიზედ ცხრა(!) სკუდეტო მოაყოლა. მას მერე „ბებერი ქალბატონი” სეზონს ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაში იწყებდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ევროპის ლიგაში გავარდა.
გამოტოვებული სეზონის წინა, 2010-11 წლების სეზონში, ლუიჯი დელნერის ხელმძღვანელობით „იუვენტუსმა” მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
