„ლივერპულისა“ და სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარტინ შკრტელმა, კარიერის დასრულების შესახებ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.
„უკვე მივიღე გადაწყვეწტილება. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როცა ძალიან მომენატრება ფეხბურთი, მაგრამ ვაღიარებ, ამას ნამდვილად არ ვნანობ. ვაპირებდი თუ არა როგორმე ფეხბურთში დაბრუნებას? სამწუხაროდ, ჯანმრთელობა აღარ მაძლევს საშუალებას. შევეგუე. ფეხბურთელის ცხოვრება დასრულდა. ახლა მხოლოდ მომავალს ვუყურებ.“
შკრტელმა კარიერა სამშობლოში, „ტრენჩინში“ დაიწყო. 2004 წელს კი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადავიდა, რომელთანაც მოგვიანებით რუსეთის ჩემპიონი გახდა. შემდეგ „ლივერპულის“ მაისურა მოირგო და იქ რვა წელიწადს დაჰყო. „ფენერბაჰჩეში“ და „ბაშაკშეჰირშიც“ ითამაშა. 38 წლისამ კი კარიერა ტრნავას „სპარტაკში“ დაასრულა.
სლოვაკეთის ნაკრებში (2004-2019) მარტინმა 104 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი ბურთი გაიტანა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
