Newcastle have launched a bid for Kvaratskheliaცნობების თანახმად, „ნიუკასლმა” „ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ კლუბისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა. ედი ჰაუ მოწადინებულია ამ ზაფხულს, ჩემპიონთა ლიგაში ნანატრი დაბრუნების წინ შემადგენლობა გააძლიეროს.

„კაჭკაჭებმა” „მილანიდან” 55 მილიონ გირვანქად უკვე შეიძინეს ჩამშლელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი, მაგრამ ჰაუს თავდამსხმელის დამატება უნდა და როგორც გაირკვა, ყველაზე დიდი სატრანსფერო მიზანი კვარაცხელი ყოფილა.

იტალიური გაზეთის „კორიერე დელო სპორტის” თანახმად „ნიუკასლმა” ვაჭრობა მისთვის სარეკორდო თანხით 82 მილიონი გირვანქით დაიწყო. „ნაპოლის” ჯერ არაფერი უპასუხია და როგორც ამბობენ იტალიურ კლუბს ამ ზაფხულს კვარაცხელიას გაყიდვა არც უნდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იტალიურ გოლიათს გასულ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან” 10 მილიონ გირვანქად შეუერთდა. მან „ნაპოლიში”, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გადააწოდა. კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ნაპოლის” მიერ 33 წლის შემდეგ სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.

კვარაცხელიას შთამბეჭდავმა თამაშმა მიიპყრო ევროპის ზოგიერთი დიდი კლუბის ინტერესი. მათ შორის არიან „ჩელსი” და „პარი სენ ჟერმენი”.

ემილია ჰოუკინსი, „სანი”

17 ივლისი 2023