Markéta Vondroušová beats Ons Jabeur to make Wimbledon history | CNN24 წლის ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა „უიმბლდონის“ ჩემპიონია. „დიდი მუზარადი“ მან თავზე პირველად „დაიხურა“.
ვონდროუშოვამ ფინალში ტუნისელი ონს ჟაბერი ორ სეტში დაჯაბნა – 6:4; 6:4.
არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, ჩეხის გამარჯვება ეჭვქვეშ იდგა – ფავორიტად მიჩნეულმა ტუნისელმა ჩაწოდება მალევე წაართვა, მაგრამ ვონდროუშოვამ იქვე დაიბრუნა. მერე ჟაბერმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და წინ გავიდა – 4:2. ვონდროუშოვა კი მძლავრად ათამაშდა. საკუთარ თუ მეტოქის ჩაწოდებაზე ქულას-ქულაზე აგროვებდა, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტიც წაიღო.
მეორე სეტი უკვე ვონდროუშოვას ბრეკით დაიწყო, მაგრამ ჟაბერი დანებებას არ აპირებდა. მეტიც, პასუხი ორჯერ გასცა და 3:1 დაწინაურდა. ყველაფერი მესამე სეტისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა. ვონდროუშოვამ მეორე სეტის ბოლოც ისე ჩაატარა, როგორც პირველის და ისევ 6:4 მოიგო… ერგებოდა… საბრალო ონს ჟაბერმა კი „უიმბლდონის“ ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. შარშან მან ყაზახ ელენა რიბაკინასთან დათმო 3:6, 6:2, 6:2