შოტლანდიელთა პირველი გოლისაქართველოს ნაკრები შოტლანდიაში 2-0 დამარცხდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურადაც. ვილი სანიოლის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და მეტოქემ აშკარად დაგვჩაგრა.

მატჩის წინ გლაზგოში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად „ჰემპდენ პარკის“ საფარს ძლიერი კვალი დაატყო. მოედანი დაიტბორა და ბურთი თითქმის არ მოძრაობდა. შედეგად, მატჩი საათსა და 40 წუთს შეჩერდა.

თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ მინდორი ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა. ბურთი წყლიან საფარზე არ დაგორავდა, შესამაბისად თამაში ფეხბურთელებსა უჭირდათ.

მატჩის შეწყვეტამდე ანგარიში 1:0 იყო. მაკგრეგორმა გაგვიტანა. მსაჯმა ბურთი ცენტრამდეც არ მიგვატანინა და თამაში შეაჩერა… განახლდა თუ არა თამაში შოტლანდია მოგვაწვა. პირველი ტაიმი მათი სრული უპირატესობით ჩამთავრდა. ერთი კვარაცხელიას დარტყმა დაგვამახსოვრდა, ცენტრიდან მეკარისთვის თავზე გადაგდება რომ სცადა.

მეორე ტაიმის სცენარიც თითქმის იგივე გამოდგა: დასაწყისშივე მაკტომინეიმ გაგვიტანა, შემდეგ ისევ სქოთები აკონტროლებდნენ და მხოლოდ მატჩის ბოლო წუთები იყო ქართველების. ორჯერ გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ჯერ მიქაუტაძემ ააცილა ხელსაყრელი სიტუაციიდან, შემდეგ კი კვარაცხელიამ პენალტი გააცუდა. ვფიქრობთ, ვილი სანიოლმა შემადგენლობა ვერც ამჯერად გამოიცნო. შოტლანდიელმა კოლეგამაც აჯობა სტრატეგიულად. მოედნის საფარსაც ნუ დავაბრალებთ ჩვენს წაგებას, ეგ საფარი შოტლანდიელებისთვისაც ისეთივე იყო…

ასეთ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას უპირატესობა სხვა ფეხბურთელებთან მინიმუმამდე დავიდა