Scotland's Euro 2016 hopes take serious blow with loss at Georgia | FOX  Sports
2015 წლის 5 სექტემბერი. საქართველო-შოტლანდია 1:0

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი ამბობს, რომ „ჰემპდენ პარკიდან” საქართველოს ნაკრების აჩრდილის განდევნა საჭირო არ არის. მას საქართველო არ აშინებს. კლარკს ერთადერთი რამ ამოძრავებს: რწმენა იმისა, რომ მომავალი უკეთესია ვიდრე წარსული.

დღეს ქვეყანა, რომელმაც შოტლანდიის ნაკრებს 2007 და 2015 წლებში მოუგო (2:0 და 1:0) ხვდება კლარკის ბიჭებს, რომელთაც პირველად ისტორიაში შეუძლიათ შესარჩევი შეჯიბრების ზედიზედ ოთხ ტურში გაიმარჯვონ და ევროპის ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად დაიბევონ. სქოთთა თავკაცი ამბობს, რომ საქართველოსადმი პატივისცემის მიუხედავად მას მიაჩნია, რომ იმ ორ წაგებას (თან dailyrecord ხაზს უსვამს, რომ საქართველომ შოტლანდიას ორივეჯერ თბილისში მოუგო) დღევანდელ თამაშთან კავშირი არ აქვს.

კლარკმა, რომლის განკარგულებაშიც სრული შემადგენლობაა, თქვა: „საქართველო არ მაშინებს. მაშინ, როდესაც მან შოტლანდიის ნაკრებს მოუგო მე ეროვნული გუნდისგან შორს ვიყავი, სამხრეთში კლუბებს ვავარჯიშებდი. ახლა ჩვენ მარტო საკუთარ თავზე და დღევანდელ გუნდზე უნდა ვიფიქროთ. ის რაც წარსულში მოხდა, წარსულში დარჩა. დღეს უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკეთესი მომავალი გვაქვს”.