ალ-აჰლი და მენდი…

Home კატეგორიის გარეშე ალ-აჰლი და მენდი…
ალ-აჰლი და მენდი…

„ჩელსის“ მეკარე, ედუარ მენდი, საუდის არაბეთის „ალ-აჰლისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმდა – წერს „ტვიტერტში“ ჟურნალისტი  ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, 31 წლის სენეგალელი მეკარის კონტრაქტი „ალ-აჰლისთან“ 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ედუარ მენდიმ „ლურჯების“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა.

გასული სეზონი „ალ-აჰლიმ“ საუდის არაბეთის მეორე ლიგაში გაატარა. გუნდმა 34 მატჩში 72 ქულა დააგროვა, პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.