საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები იასპარეზებენ, მაგრამ მკაცრი კონტროლი და პირობები დაუწესდებათ. პირობების ჩამონათვალი ასეთია:

Russians are winning in Tokyo even though Team Russia is banned from the Olympicsრუსი სპორტსმენები პარიზში IOC-ის დროშით და „ნეიტრალური ათლეტების“ სახელწოდებით გამოვლენ;

ოლიმპიადაში მონაწილეობის განაცხადები სპორტსმენებმა პირადად უნდა შეიტანონ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და ეროვნული ფედერაციების შუამავლობის გარეშე;

განაცხადების შემოწმება რეგულარულად მოხდება;

მას შემდეგ, რაც IOC განაცხადს დაამტკიცებს, სპორტსმენმა უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ყველა ეროვნულ ტურნირში და აღარ მიიღოს რაიმე მხარდაჭერა რუსული სპორტული ორგანიზაციებისგან;

IOC მზად არის დააფინანსოს მხოლოდ სპორტსმენის მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში;

სპორტსმენების პრობლემების მოგვარებით IOC-ის თანამშრომლები დაკავდებიან;

IOC ეკიპირებას ნეიტრალური ათლეტებისთვის თავად შექმნის;

ეს პირობები რუსული სპორტის ხელმძღვანელებს გადაეცათ. მათ 22 ივნისს IOC-ის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.