ბელინგემი – ბუნდესლიგის საუკეთესო

Home კატეგორიის გარეშე ბელინგემი – ბუნდესლიგის საუკეთესო
ბელინგემი – ბუნდესლიგის საუკეთესო

ჯუდ ბელინგემი – Leadersportგერმანიის ბუნდესლიგამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

19 წლის ბელინგემმა ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

„დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ დარად ბუნდესლიგაში სეზონის ბოლოს 71 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონები მიუნხენელები გახდნენ.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელინგემი დორტმუნდელ პარტნიორებს უკვე დაემშვიდობა. ამბობენ, რომ მადრიდის „რეალში“ მისი ტრანსფერი მომავალ კვირას განხორციელდება.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.