„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, გულშემატკივრებისა და ექსპერტების ონლაინ გამოკითხვის კვალად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
დიდების დარბაზში შეყვანა ლიგის უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოა. დარბაზი აღიარებს და პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისის პრემიერლიგის განვითარებაში, მისი დაარსებიდან (1992).
შეგახსენებთ, რომ პეტრ ჩეხი პრემიერლიგაში „მშრალი მატჩების“ რაოდენობით რეკორდსმენია. მან 443 მატჩი ჩაატარა „ჩელსისა“ და „არსენალში“, მათგან 202 გოლგაუშვებელი გახლდათ.
რიო ფერდინანდმა პრემიერლიგაში 504 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.


ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
