ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. ლუჩანო სპალეტის გეგმა „ბ” აქვს მოსაფიქრებელი. ფაქტია, რომ „მილანთან” შეხვედრისთვის ნიგერიელი გუნდთან ერთად არ მომზადებულა, მოედანზე თუ დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მორიგი ტრავმისგან თავის დაზღვევის მიზნით ინდივიდუალურად ვარჯიშობდა ახლახან გამოჯანმრთელებული ჯაკომო რასპადორიც, ჯოვანი სიმეონე კი თერაპიული მკურნალობის კურსს გადის და ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ნამდვილად ვერ ითამაშებს. ამრიგად, „ლა რეპუბლიკას” ვერსიით, მოცემული მომენტისთვის „ნაპოლის” განკარგულებაში ცენტრალური თავდამსხმელი არ არის და ამ როლის მორგება დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელიას მოუწევს.
და მაინც, ჯერჯერობით, ყველაზე სავარაუდო რასპადორის თამაშია. საბოლოოდ, ყველაფერი დღეს, ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა, როდესაც სპალეტი ხვალინდელი შეხვედრის განაცხადში შესაყვანთა გვარებს ჩამოწერს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, იმაზე ფიქრო, თუ ფეხბურთელთა შერჩეული ჯგუფიდან რომელ თერთმეტეულს დაეყრდნობა მწვრთნელი.
„ლა რეპუბლიკას” აზრით „სან სიროზე” დაცვაში ითამაშებს მატიას ოლივერა, ნახევარდაცვაში პიოტრ ჟელინსკი, თავდასხმაში კი მატეო პოლიტანო — ეს ის სამეულია, რომელიც მწვრთნელმა ლეჩეში დაასვენა. თუმცა, გაზეთი თავს იზღვევს და ამბობს, რომ კატეგორიულად ლაპარაკი და მარიო რუის, ელიფ ელმასისა და ირვინგ ლოსანოს ჩამოწერა არ შეიძლება.
ყველაზე საინტერესო კი, რასაკვირველია, ცენტრალური თავდამსხმელის თავსატეხის ამოხსნაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
