ესპანური პორტალი plazadeportiva „ვალენსიას” ფეხბურთელების სანაკრებო გამოსვლებს აფასებს:
ესპანეთი
ხოსე ლუის გაიამ ევრო 2024-ის მეორე შესარჩევ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ეს გახლდათ „ლა როხასთვის” და შესაბამისად პირადად გაიასთვის უიღბლო მატჩი შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან, რომელიც ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა — 2:0.
უგო გილამონი და ნიკო გონსალესი კი ესპანეთისა და საფრანგეთის 21 წლამდელთა ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე 87-ე წუთზე შევიდნენ. „როხიტამ” ფრანგ თანატოლებთან 0:0 ითამაშა.
იარეკმა 19 წლამდელთა გუნდში 67 წუთი დაჰყო მოედანზე. უკრაინელი თანატოლების წინააღმდეგ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ესპანელებმა მოიგეს 4:0 და 3 შეხვედრიდან 7 ქულით (გოლების სხვაობა – 8:0) შესარჩევი შეჯიბრების ცხრილს ლიდერობენ.
საქართველო
გიორგი მამარდაშვილმა ნორვეგიასთან შეხვედრაში (1:1) თავიდან ბოლომდე ითამაშა. ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი ევრო 2024-ის შესარჩევში, „ვალენსიას” მეკარემ სორლოთის ცეცხლოვანი დარტყმა მოიგერია და საქართველო წაგებას გადაარჩინა.
გვინეა
დიაკაბი და ილიაშ მორიბა ეთიოპიიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ — 3:2. მორიბამ ერთი თავად გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. ეს გახლდათ აფრიკის ერთა თასის შესარჩევი შეხვედრა. 4 ტურის შემდეგ გვინეის ნაკრებს ეგვიპტის მსგავსად 9 ქულა აქვს და შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფის მეოთხე გუნდი გახლდათ მალავი.
აშშ
ინუს მუსამ სალვადორთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 71 წუთი დაჰყო. ამერიკელებმა 1:0 მოიგეს. მუსა ესპანეთს კონკაკაფის ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზურით უბრუნდება.
პორტუგალია
ანდრე ალმეიდამ პორტუგალიისა და ნორვეგიის 21-წლამდელთა შეხვედრაში თავისი გუნდის მესამე გოლი გაიტანა. ამხანაგური მატჩი დამთავრდა – 3:0.
შვეიცარია
ერაი კომერტს ჟენევაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც შვეიცარიელებმა ისრაელს 3:0 მოუგეს არ უთამაშია.
თურქეთი
ჩენქ ოსქაჯარი თურქეთისა და ხორვატიის შეხვედრის განაცხადშიც არ იყო. თურქებმა შინ წააგეს 0:2.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
