„რომასთან” დაუჯერებელი გამარჯვების შემდეგ „კრემონეზე” „სასუოლოსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა და რეალობას დაუბრუნდა. რაც კრემონელთა მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდა, ქართველ მცველს ლუკა ლოჩოშვილს პირველად მოუხდა მოედანზე კარგა ხნის, ტაიმის და 10 წუთის (მსაჯის წამატებულიანად მეტის) გატარება. ის დაშავებული რუმინელის ვლად კირიკეშის ნაცვლად შევიდა. როდესაც „კრემონეზეს” მწვრთნელად ბალარდინი დანიშნეს, ლუკა ტრავმას მკურნალობდა, ამასობაში კი ახალმა თავკაცმა „თავისი” შემადგენლობა შეარჩია და როგორც ვთქვით თვით „რომა” დაამარცხა, მაგრამ „სასუოლოსთან” გარემოებებმა საქმეში ქართველის ჩართვა აიძულა.
სამწუხაროდ, კრემონელები 90+2 წუთზე გაშვებული გოლის გამო დამარცხდნენ. პირველ ტაიმში 0:2-ს აგებდნენ, მეორეში ნიგერიელი სირილ დესერსის დუბლის წყალობით გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა მაინც მათთვის სავალალოდ დამთავრდა.
25 ტურის შემდეგ „კრემონეზე” 12 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ის და ბოლო ადგილზე მყოფი „სამპდორია” თანაბრად არიან. გასავარდნთა ზონაში მესამე გუნდი 18 ქულიანი „ვერონაა”, ზონის გარეთ პირველი კი 21 ქულიანი „სპეცია” გახლავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მდგომარეობა მძიმეა.
„პირველი ტაიმის დასაწყისში დაბალანსებული თამაში იყო, თუმცა ალბათ მეტოქეს მაინც მეტად უნდა მივწოლოდით. შემდეგ გამოიკვეთა ეპიზოდები, როდესაც აშკარად მეტი აგრესიულობა გვმართებდა. სამწუხაროდ, ხშირად მოგვდის ასეთი რამ — თამაშით არ ვიმსახურებდით, მაგრამ 0:2-ს ვაგებდით. მეორე ტაიმში კი სულ სხვა „კრემონეზე” ვნახეთ.
რაც შეეხება მეტოქის საჯარიმოში მომხდარ ორ საეჭვო ეპიზოდს, მე ისინი არ მინახავს. ჩემმა ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ორჯერ მეტოქემ ჩვენი შეტევა ისე ჩაშალა, რომ ბურთს კი არ შეეხო, არამედ მოთამაშეს ეუხეშა”, — თქვა მატჩის შემდგომ ბალარდინიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
