„რომასთან” დაუჯერებელი გამარჯვების შემდეგ „კრემონეზე” „სასუოლოსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა და რეალობას დაუბრუნდა. რაც კრემონელთა მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდა, ქართველ მცველს ლუკა ლოჩოშვილს პირველად მოუხდა მოედანზე კარგა ხნის, ტაიმის და 10 წუთის (მსაჯის წამატებულიანად მეტის) გატარება. ის დაშავებული რუმინელის ვლად კირიკეშის ნაცვლად შევიდა. როდესაც „კრემონეზეს” მწვრთნელად ბალარდინი დანიშნეს, ლუკა ტრავმას მკურნალობდა, ამასობაში კი ახალმა თავკაცმა „თავისი” [...]
ჭდე: დავიდე ბალარდინი
ანტირეკორდში ლუკას მონაწილეობა არ მუღია
როგორც მოსალოდნელი იყო, „კრემონეზესა” და „ლეჩეს” შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძველებურად უხეირო გამოდგა და წააგო — 0:2. არადა, კრემონელებმა რამდენიმე დღის წინ თასიდან თვით „რომა” გამოთიშეს და ბევრს ეგონა, რომ კრიზისი დაძლიეს. „ლეჩემ” ბოლო ხუთ შეხვედრაში პირველად მოიგო, მაგრამ ეს მიმდინარე სეზონში მისი მეხუთე გამარჯვება მაინც იყო. „კრემონეზე” კი [...]
ლოჩოშვილის გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალშია
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” იტალიის თასის მეოთხედფინალში, რომში 2:1 დაამარცხა „რომა” და ნახევარფინალში გავიდა. ლოჩოშვილი რომ ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა, იმთავითვე ცნობილი იყო. ქართველმა მცველმა აგერ უკვე მეოთხე მატჩი გამოტოვა. მას ახალი მწვრთნელის დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. ბალარდინი კი „რომასთან” გამარჯვებით გახარებული იყო. მან Sport Mediaset-თან ინტერვიუში თქვა: „დღეს „კრემონეზემ” დიდებული შეხვედრა [...]


