თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მერვე მატჩი წააგო.  დღევანდელი მარცხი მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენი ჩემპიონი არამარტო იტალიის, არამედ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდს – „პრო რეკოს“ ესტუმრა.
მასპინძლებმა 20:5 მოიგეს.
პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ „დინამო“ მაღალი კლასის გუნდს ხვდებოდა და ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ ავტომატურად იზრდებოდა, რაც გასაკვირი არ არის…
თუმცა, ველოდებით როდის აიღებს ქულებს „დინამო“…
ჩვენებს მომდევნო მატჩი ერთადერთი მოგების მქონე „ჰანოვერთან“, 1 მარტს აქვთ.