საქართველოს სახელით მოასპარეზე 20 წლის ანასტასია გუბანოვამ ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუპოვა.

ეს ფინეთის ქალაქ ესპოოში მოხდა და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. აქამდე, ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს სულ სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული: ორჯერ ელენე გედევანიშვილმა (2010, 2012) და ერთხელაც მორის ყვითელაშვილმა (2020) ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 69.81 ქულით ლიდერობდა, რასაც თავისუფალ პროგრამაში კიდევ 130.10 ქულა დაუმატა, ორჭიდის ჯამში კი, 199.91 ქულა დააგროვა, უახლოეს მეტოქეს, ბელგიელ ლუნა ჰენდრიქსს (193.45) სოლიდური უპირატესობით აჯობა და ესპოოში ქართული ჰიმნი ააჟღერა.

Georgia’s Anastasiia Gubanova poses with her medal during the victory ceremony after the Women’s Free Skating event of the ISU European Figure Skating Championships in Espoo, Finland on January 28, 2023. (Photo by Daniel MIHAILESCU / AFP) (Photo by DANIEL MIHAILESCU/AFP via Getty Images)