„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ყურადღება გაამახვილა ხვიჩა კვარაცხელიასა იმ სტატისტიკაზე, რომელსაც მსოფლიო პრესამ ყურადღება მიაქცია.
იმას, რომ კვარაცხელიას არნახული, ეფექტური სეზონი აქვს, ასეთი ფაქტი ამტკიცებს: ხვიჩა გახლავთ ერთ-ერთი იმ ოთხ ვარსკვლავს შორის, რომელთაც მიმდინარე სეზონში, ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში სულ მცირე 7 გოლი გაიტანეს და 7 საგოლე პასი გადააწოდეს.
ხსენებულ ოთხეულში კვარას გარდა შედიან: ნეიმარი (11 გოლი, 10 საგოლე პასი), ლეო მესი (8 გოლი, 10 საგოლე პასი) და ბუკაიო საკა (7 გოლი, 7 საგოლე პასი). კვარაცხელიას მონაგარი გახლავთ 7+9.
ჩემპიონთა ლიგაში ქართველის დებიუტმა საერთაშორისო ექსპერტების აღტაცება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ის ნომინალურად აუტის ხაზის გასწვრივ მოქმედებს, ხშირად „ნაპოლის” ცენტრალურ ფიგურად გვევლინება. კვარაცხელია მყისიერად იცვლის პოზიციას და მეტოქის საჯარიმოში იკავებს ადგილს.
მილანური გაზეთი წერს, რომ „იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ქართველს ფრედერიკო კიეზა დაუყენა, რომელიც სპეციალიზაციით განაპირა მცველი არ არის, რის გამოც ამოცანას თავი ვერ გაართვა და ხელის შემშლელის ნაცვლად მისი გოლის დამკვირვებლად იქცა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
