გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე რჩება და ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
ფრანკფურტში შეხვედრა გაიმართა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზდენ ბერნდ ნოიენდორფს, გერმანიის საფეხბურთო ლიგის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ჰანს-იოახიმ ვიცკესა და ჰანსი ფლიკს შორის, რომელზეც იმსჯელეს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ფიასკოზე.
აღნიშნული შეხვედრა ფლიკმა კომენტარის გარეშე დატოვა. დეტალებზე მხოლოდ საფებურთო კავშირის პრეზიდენტმა ნოიენდორფმა ისაუბრა:
„ჩვენ ჰანსი ფლიკს ნდობას ვუცხადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართება, შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება გერმანიის ნაკერბისთვის რომ წარმატებას მიაღწიოს. დარწმუნებული ვართ, რომ ფლიკი ამ ამოცანას წარამტებით გაუმკლავდება, ჩვენ მას ბდობას ვუცხადებთ“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
