„ვალენსიას” ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა Batzine-თან ინტერვიუში თქვა, რომ თავისი კლუბით ძალიან ამაყობს და უხარია, რომ 2027 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.
მას იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ჰკითხეს.
„რასაკვირველია საამაყოა, როდესაც დონარუმას გადარებენ, რადგან მან ახალგაზრდულ ასაკში დიდ სიმაღლეებს მიაღწია,” — უპასუხა მამარდაშვილმა, რომელიც იტალიელზე წელიწადით და შვიდი თვით არის უმცროსი, — მე მის პროგრესს ყოველთვის დაკვირვებით ვადევნებდი თვალს და მაგალითად ვისახავდი”.
გიორგის აგრეთვე ჰკითხეს გასული ზაფხულის შესახებ, როდესაც მისი გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს” და „ტოტენჰემ ჰოთსფურს” უნდოდათ, მან კი „ჩეებში” ამჯობინა დარჩენა და თქვა, რომ ტიტულების მოგება „მესტალიაზე” სურს.
„ბავშვობაში კი ჩემი კერპი მანუელ ნოიერი იყო. ყოველთვის ვეთაყვანებოდი გერმანელს და ვცდილობდი მისი მოქმედებები გამემეორებინა”, — თქვა მამარდაშვილმა ინტერვიუში.
ბოლოს საუბარი „ვალენსიას” მწვრთნელებს, ახლანდელს — ჯენარო გატუზოსა და ყოფილს — ხოსე ბორდალასს შეეხო.
„ამ სეზონში ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც განსხვავებული სტილით გვათამაშებს. ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ უკეთ ვთამაშობთ”, — უპასუხა ქართველმა.
ხოსე ბორდალასი კი ის ადამიანია, ვინც მას შანსი მისცა, ენდო და დიდი კარიერა დააწყებინა. მამარდას ის სწორედ ამ კუთხით ახსოვს:
„გასული წელი ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რადგან 21 წლისამ ლა ლიგაში დავიწყე თამაში. „კოპა დელ რეის” ფინალშიც გავედით, სადაც წავაგეთ, მაგრამ რა გაეწყობა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
