მამუს დრო ეზრდება

Home აქეთურ-იქითური მამუს დრო ეზრდება
მამუს დრო ეზრდება
Sandro Mamukelashvili of the Milwaukee Bucks drives to the basket during the game against the Orlando Magic on December 5, 2022 at Amway Center in...სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ 109:102 მოუგო „ორლანდოს“ და ჩვენებურმაც, გუნდის გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოინაგრა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში „მილუოკიმ“ „ორლანდოს“ 17 ქულით აჯობა.
ამაზე უკეთესი შედეგი „მილუოკელთაგან“ მხოლოდ ჯასტინ ჰოლიდეის ჰქონდა (+19). „მილუოკი“ 17 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „ბოსტონს“ ჩამორჩება.
შემდეგ მატჩს „ხარირმები“ 8 დეკემბერს, შინ, „საკრამენტოსთან“ გამართავენ.
გოგა ბითაძის „ინდიანამ“ სტუმრად 112:104 „გოლდენ სტეიტს“ მოუგო. ჩვენებური მოედანზე არ გამოჩენილა. მით უმეტეს, რომ „ინდიანელებს“ ბევრი კალათბურთელი აკლდათ. ინდიანაპოლისელებს 13 მოგება და 11 მარცხი აქვთ. ამ მაჩვენებლით კი, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.