იაპონიის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი ირგუნა. ჩვენებური იაპონიის დედაქალაქში სპეციალური მიწვევით ჩავიდა და ვაჟთა შორის სხვა მონაწილე არ გვყოლია. სამაგიეროდ, წარმომადგენლობითი იყო ქალათა ნაკრები, რომელიც ტოკიოს 5 ძიუდოისტით ეწვია.ბექაურმა (90 კგ.) ჯერ კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დონ ჰან გვაკი დაამარცხა, შემდეგ მასპინძელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სოიჩირო მუკაის მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში ასევე მასპინძელ კასუკე მაშიამასთან „ოქროს დროში“ დამარცხა და მესამე ადგილისთვის მიშუ ბეიკერს დაეჭიდა. ჩვენებურმა კიდევ ერთი იაპონელი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ევროპის მესამე პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი (57) პირველივე წრეში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორსა და მსოფლიოს ჩემპიონ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა. ამავე წონაში ნინო ლოლაძემ არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი მაიტა მოჰამედი დაამარცხა, მაგრამ გერმანელ პაულინა სტარკესთან წააგო.
ერთი ბრძოლა მოიგო ეთერ ასკილაშვილმაც (63) – პირველ წრეში ავსტრალიელ მეივ კუგლანთან, შემდეგ კი, პოლონელ ანგელიკა ჟიმანსკასთან დამარცხდა. ტურნირში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე პრიზიორი ნინო გულბანიც (70) პირველივე წრიდან ჩაერთო და რუმინელ სერაფიმა მოსკალუსთან ჭიდაობის შემდეგ გამოეთიშა. ხვალ ტატამზე სოფიო სომხიშვილი (+78) გავა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 00:01ოთხიდან სამმა მოიგო…
სიახლეები02/07/2026 | 00:48სუპერთასი ქუთაისში წავიდა
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
