ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი

Home კატეგორიის გარეშე ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი
ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი

Giorgi Gocholeishvili, at a match in Georgia.ესპანური „მარკა” იტყობინება, რომ „ვალენსია” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული. ლაპარაკია, „საბურთალოს” ნახევარმცველ გიორგი გოჩოლეიშვილზე. ფეხბურთელმა ქართულ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „ვალენსიაა” შენით ინტერესდება”.

გოჩოლეიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. ქართული წყაროების თანახმად, მისი ყიდვა „ღამურებს” 600 000 ევრო დაუჯდებათ.

ესპანურ სააგენტო Efe-ს „საბურთალოსთან” დაკავშირებულმა ადამიანმა უთხრა, რომ გოჩოლეიშვილი „მესტალიაზე” შეიძლება წლის ბოლოს გადავიდეს. მისივე ცნობით, „საბურთალოს” ფეხბურთელებს „ვალენსიას” წარმომადგენელი სერხიო ჩულვი აკვირდებოდა.

„ვალენსიას” კარს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.