საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა.

ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5).

No description available.

ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია 6 ტურის საშუალო შეფასებებითაც შეადგინა და დაასახელა C4 ჯგუფის საბოლოო სიმბოლური ნაკრები, სადაც 11-დან 7 ქართველია, 2-2 კი ბულგარელი და ჩრდილომაკედონიელი.

მეკარე – გიორგი მამარდაშვილი (7,2 – საქართველო)

მცველები – საბა ლობჟანიძე (7,1 – საქართველო), გურამ კაშია (7,1 – საქართველო), საბა კვირკველია (7,2 – საქართველო), ანტონ ნედიალკოვი (6.9 – ბულგარეთი)

ნახევარდაცვა – კირილ დესპოდოვი (7.0 – ბულგარეთი), ხვიჩა კვარაცხელია (8,2 – საქართველო), ენის ბარდი (7,2 – ჩრ. მაკედონია), გიორგი წიტაიშვილი (7,2 – საქართველო)

თავდასხმა – ბუდუ ზივზივაძე (7,3 – საქართველო), დარკო ჩურლინოვი (7,1 – ჩრ. მაკედონია)

No description available.